02 ივნ 2022
ისანში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩნდა, სადაც მეორადი საბურავები და ნარჩენები იწვის.
შემთხვევის ადგილას სახანძრო ჯგუფები მუშაობენ.
ბოლო ინფორმაციით, ისნის ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
ფოტო: მაიკო წერეთელი