თურქეთმა შვედეთსა და ფინეთში ელჩები შეცვალა

02 ივნ 2022

თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთსა და ფინეთში ელჩები შეცვალა - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ერდოღანმა ახალი ელჩები 25 ქვეყანაში დანიშნა.

ფინეთმა და შვედეთმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები 18 მაისს ოფიციალურად შეიტანეს.

ანკარა ამ ქვეყნებს თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ქურთისტანის მუშათა პარტიის" მფარველობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.