თსუ-ს სტუდენტების ნაწილი გამოცდების ონლაინრეჟიმში ჩაბარებას უშედეგოდ ითხოვს

31 მაი 2022

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აკმაყოფილებს სტუდენტთა ნაწილის მოთხოვნას და უარს ამბობს დაუშვას ფინალური გამოცდების ონლაინ ჩაბარების შესაძლებლობა. სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამოცდების ჩაბარებას სთავაზობს დამატებით ორ ქალაქში - ქუთაისსა და ახალციხეში და პირველი ივნისის 17:00 საათამდე აძლევს რეგიონებში გამოცდების ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობას. თსუ-ს სტუდენტები სწავლების ჰიბრიდულ და გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარების მოთხოვნით მართავენ აქციას.