სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექსპერტები შეისწავლიან

31 მაი 2022

ცენტრ "ემპათიას" ექსპერტებს საშუალება ეძლევათ მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ და ექსპერტიზა ჩაატარონ. შესაბამისი განჩინება მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს  დღეს ჩაბარდათ. 

ადვოკატი  შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო  კანონის აღსრულებას მიზანმიმართულად, ბიუროკრატიული პროცედურებით აჭიანურებდა.