ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

31 მაი 2022

23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 614 პირი. 

სულ ჩატარდა - 104 996 ტესტი, მათ შორის 95 506 ანტიგენ ტესტი, 9 490 კი პისიარ ტესტი. 

უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 

7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.55%