ბორჯომის ორივე ქარხანა გაჩერებულია - დასაქმებულები დილიდან გაიფიცნენ

31 მაი 2022

ბორჯომის ორივე ქარხანა გაჩერებულია, დილის 6 საათიდან დასაქმებულთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, გაფიცულია 400 ადამიანი. გაფიცულების მოთხოვნებია: გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება, ასევე ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, ვადიანი ხელშეკრულებების უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა.

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირების ინფორმაციით, მედიაციის პროცესი,  27 მაისს უშედეგოდ დასრულდა.