გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობა უფინანსდებათ

30 მაი 2022

დღეს, გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღეა. დაავადება სპეციალისტების განმარტებით, უმეტესად ქალებში გვხვდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2019 წლიდან 53 პაციენტის მკურნალობა დააფინანსა, წელს კი კიდევ 30-ის იგეგმება. დღეისათვის, მსოფლიოში 2.8 მილიონ ადამიანს უწევს ცხოვრება ამ დაავადებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 3000 ადამიანიდან, 1-ს აქვს გაფანტული სკლეროზი. ამ დაავადების მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. რაც უფრო ადრე დაიწყება თერაპია, მით მეტი იქნება დაავადების პროგრესირების შენელებისა და სტაბილური რემისიის მიღწევის შანსი.