მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო იზრდება

30 მაი 2022

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, პირველი ივნისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო იზრდება.

გადაწყვეტილება ზაფხულის სეზონს უკავშირდება. 

''საზაფხულო სეზონის დადგომასთან ერთად, მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო იზრდება!

1 ივნისიდან ავტობუსები საზაფხულო გრაფიკით იმოძრავებენ'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

ახალი გრაფიკის ნახვა მოქალაქეებს შეუძლიათ აღნიშნულ ბმულზე : https://www.batauto.ge