30 მაი 2022
გიორგი გახარიას პარტიიდან წასული დეპუტატი, ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს.
თავდგირიძემ პარტია ''საქართველოსთვის'' 29 ოქტომბერს დატოვა.
''არა ,,ნაცებს, არა ბოროტებას, ,,ნაცმოძრაობა, ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში'' - დაწერა ირაკლი თავდგირიძემ სოციალურ ქსელში.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გახდნენ ''ქართული ოცნების'' დეპუტატები: ნატალია ზოიძე და ზურაბ ნაკაიძე.
ირაკლი თავდგირიძემ რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურას დღეს მხარი დაუჭირა. ''ქართული ოცნების'' დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე 18 ხმით აირჩიეს.