ტურნირი ინგლისურ სპორტინგში

29 მაი 2022

ჭარნალში მდებარე სასროლეთზე აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა სპორტული ფედერაციის „მაჭახელას“ ორგანიზებით მოძრავ სამიზნეზე სროლაში, ე.წ. ინგლისურ სპორტინგში ღია რესპუბლიკური ტურნირი „ბათუმი 2022“ ჩატარდა.