პრემიერმა მეფე აბდალა II-ს ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

29 მაი 2022

ამ წუთებში საქართველოსთვის მდინარე იორდანეს ნაპირებთან, 4000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის გადმოცემის ცერემონია იწყება. 

მიწაზე, საქართველოს პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. მიწის გადმოცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადმოცემისთვის, მადლიერების ნიშნად, საქართველოს სახელით, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.