თავდასხმა ტრანსგენდერ ქალებზე - გამოძიება დაწყებულია

29 მაი 2022

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  დაიწყო. დღეს გამთენიისას  თბილისში ხუთ  ტრანსგენდერ ქალს, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.

ტრანსგენდერი ქალების განცხადებით 30-მდე თავდამსხმელმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, საცხოვრებელ სახლს კი ქვები დაუშინეს. მათი განცხადებით  თავდასხმა წინასწარ იყო განზრახული და საქმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ.

დაზარალებულებმა  მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, და სახალხო დამცველს.