ბრაზილიაში წყალდიდობას 35 ადამიანი ემსხვერპლა

29 მაი 2022

ბრაზილიაში გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით პერნამბუკოს შტატში მოხდა. პარასკევს დაწყებულმა უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესიც გამოიწვია და დასახლებული პუნქტი წალეკა.

765 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.