დღეს “ბათუმი" ფინალში “ჯიკოს" დაუპირისპირდება

29 მაი 2022

დღეს ბათუმის ქალთა ფრენბურთის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში "ჯიკოს" დაუპირისპირდება.

ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ ტურს ბათუმი პირველად მასპინძლობს. 

ფინალური შეხვედრა ბათუმის სპორტულ კომპლექსში 19:00 საათზე დაიწყება.

მანამდე მესამე ადგილისთვის კი 17:00 საათიდან "თბილისი" და ევროპის უნივერსიტეტი იბრძოლებენ.

შეგახსენებთ რომ გუშინ ნახევარფინალში "ბათუმმა" სეტების ანგარიშით 3-1 "თბილისი" დაამარცხა.