"ბათუმი" საქართველოს ფრენბურთის ჩემპიონატის ფინალშია

28 მაი 2022

ბათუმის ქალთა ფრენბურთის კლუბი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ტური ბათუმში ისტორიაში პირველად ჩატარდა. 

ბათუმელებმა ნახევარფინალში "თბილისი" სეტების ანგარიშით 3-1 დაამარცხეს  და ფინალის საგზური მოიპოვეს.

ფინალური შეხვედრა ბათუმის სპორტულ კომპლექსში ხვალ 29 მაისს გაიმართება.

"ბათუმი" საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში "ჯიკოს" დაუპირისპირდება.

მესამე ადგილისთვის კი ევროპის უნივერსიტეტი და "თბილისი" ითამაშებს.