ქიმიის ფესტივალი

28 მაი 2022

ქიმიის ფესტივალი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიების ფარგლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორებმა  და სტუდენტებმა მოსწავლეებისთვის ინტერაქციული გამოფენა მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა ბსუ-ს ლაბორატორიები დაათვალიერეს და ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ყოველწლიური ფესტივალი ბსუ-ს ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია.