კონფერენცია ბსუ-ში

28 მაი 2022

მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ში. სესიაში სტუდენტებთან ერთად ბათუმისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მიზანია უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება, ასევე კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაა.

კონფერენციაში 121 მონაწილის 81 მოხსენება იყო წარდგენილი.