ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის სპეციალური პირობით გაწევრიანებას ფინეთი და ესპანეთი ეწინააღმდეგება

27 მაი 2022

ფინეთის პრემიერ მინისტრი სანა მარინი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ირპენი და ბუჩა მოინახულა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური პირობის მინიჭებას ეწინააღმდეგება -ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის ეროვნული მაუწყებელი ავრცელებს. „პირადად მე ვფიქრობ, რომ უკრაინას იმედი უნდა მივცეთ, ვაჩვენოთ ზუსტი ნაბიჯები თუ როგორც გახდეს ევროკავშირის წევრი მომავალში - აცხადებს სანა მარინი. გარდა ამისა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, ნატო ამჟამად არ გეგმავს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კითხვაზე გაჟღერდება თუ არა წინადადება უკრაინის ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით, მინისტრმა უპასუხა, რომ აღნიშნული საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.  აქვე დაამატა, რომ უკრაინული მხარე მოცემულ მომენტში ამ საკითხს არ აყენებს.