ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუსეთს წევრობა შეუჩერა

27 მაი 2022

ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელმა საბჭომ რუსულ სამაუწყებლო ორგანიზაციებს განუსაზღვრელი ვადით წევრობა შეუჩერა.

შესაბამისი გადაწყვეტილება აღმასრულებელმა საბჭომ 26 მაისს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. წევრობა შეუჩერდა სამ რუსულ სამაუწყებლო კომპანიას – „ერტეერს“, „პერვი კანალსა“ და რადიო „დომ ოსტანკინოს“.

გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და მისი ვადა გადახედვას დაექვემდებარება.