კულება: გამოგვიგზავნეთ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა

27 მაი 2022

უკრაინის ყველაზე გადაუდებელი აუცილებლობაა მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემების ქონა, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უპირატესობას მძიმე შეიარაღებაში - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

დმიტრო კულებამ დასძინა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მძიმეა, ოფიციალურ კიევს კი რუსებთან საბრძოლველად მეტი იარაღი სჭირდება. 

მისივე ინფორმაციით,  რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება რეალურად არ ხდება.