რუსეთი დასავლური კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს გეგმავს

27 მაი 2022

რუსეთი გეგმავს რომ ახალი კანონი მიიღოს, რომლითაც მას საშუალება ექნება იმ დასავლური კომპანიების ადგილობრივ ბიზნესებს აქტივები ჩამოართვას, რომლებიც რუსეთის დატოვებას უკრაინაში შეჭრის გამო გადაწყვეტენ.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული კანონი შესაძლოა რამდენიმე კვირაში ამოქმედდეს.

ცნობისთვის, რუსეთ უკრაინის ომის შემდეგ  ასობით საერთაშორისო ბრენდმა, მათ შორის Starbucks-მა, Coca Cola-მ, Levi's-მა და Apple-მა, რუსეთი დატოვა ან იქ შეაჩერა გაყიდვები.