როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში 

27 მაი 2022

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 მაისს ჰაერის ტემპერატურა  +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

მათივე განმარტებით, 29-31 მაისს ზოგან შესაძლოა 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.