ეროვნული ჰიმნი ქვეყნის ქალაქებში

26 მაი 2022

17 საათი და 10 წუთი, ეს ის დროა როცა 104 წლის წინ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. სიმბოლურად სწორედ ამ დროს საქართველოს  16 ქალაქში ერთდროულად საქართველოს ჰიმნი შესრულდა,  ყველა ქალაქში  დილიდან  ზეიმობენ დამოუკიდებლობის დღეს.