საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა მოეწყო ხულოში

26 მაი 2022

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა მოეწყო ხულოში.  

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მოეწყობა სახელოვნებო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, უკვე გაიმართა შეჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ღონისძიებებს კონცერტი დაასრულებს, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები და ქორეოგრაფიული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.