დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით “ალი და ნინოს” ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაი 2022

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარის მთავარი ღირსშესანიშნაობა “ალი და ნინოს” ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, საქართველოს დროშებითა და 26 მაისის სიმბოლოკით გაფორმდა ბულვარის ისტორიული კოლონადები და იაპონური ბაღი.