ბათუმის საკალათბურთო კლუბი სუპერლიგის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

25 მაი 2022

ბათუმის საკალათბურთო კლუბი საქართველოს სუპერლიგის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ნახევარფინალში მარცხის შემდეგ ''ბათუმი'' და ''თსუ'' ერთმანეთს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შეხვდნენ და ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 88:83 გაიმარჯვა.

ბათუმელებმა ამ სეზონში სუპერლისგის ბრინჯაოს მედალთან ერთად საქართველოს თასიც მოიგეს.
ამ შეხვედრაში ბათუმლთა მხრიდან ბექა ბექაურმა 26 ქულა,14 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 31-ს გაუტოლდა.

საბა ლობჯანოძის ანგარიშზე კი 13 ქულა , 5 მოხსნა და 8 გადაცემა იყო.
სუპერლიგის ფინალურ სერიაში  ''ქუთაისმა'' ''ოლიმპი'' მეორედ დაამარცხა და ჩემპიონობას მიუახლოვდა.

ამ გუნდებს შორის მესამე შეხვედრა 28 მაისს გაიმართება.