ინფრასტრუქტურული პროექტები - 2017

02 იან 2017

21 მილიონ ლარამდე დაიხარჯება მიმდინარე წელს ქობულეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თუმცა მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მათი მოთხოვნები პრიორიტეტების განსაზღვრისას ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა,  იგივე მოსაზრება აქვს ოპოზიციასაც, რასაც ადგილობრივ თვითმმართველობაში არ ეთანხმებიან.