დასაქმების ფორუმი

25 მაი 2022

ბათუმი დასაქმების ფორუმს მასპინძლობს.  სამუშაოს მაძიებლებს სასტუმრო „შერატონში“ პოტენციურ დამსაქმებლებთან  გასაუბრების  საშუალება აქვთ. 

მოქალაქეებს რეზიუმეს დასატოვებლად, ან მათთვის სასურველი ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სასტუმროში მისვლა 14:00 საათიდან შეუძლიათ.

ფორუმში 70-მდე კომპანია მონაწილეობს და როგორც ამბობენ  1300-ზე მეტი ვაკანსიაა.