შერჩეული 5 კანდიდატი

02 იან 2017

6 იანვარს გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს საზოგადოებრივი მაუწყებლის  გენერალური დირექტორის თანამდებობას. გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს, რომელმაც დღეს   კონკურსის მეორე ეტაპისთვის 5 კანდიდატი შეარჩია. მათთან  გასაუბრება  ხვალ და ზეგ ჩატარდება.