ბასილაშვილმა ამერიკელი მეტოქე დაამარცხა და როლან გაროსის მეორე ეტაპზე გავიდა

23 მაი 2022

ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსსზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზმა ამერიკელი მაქსიმ კრეისი დაძაბულ 5 სეტიან დაპირისპირებაში ანგარიშით 3:6 ,2:6 , 7:6 ,6:4 ,6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილმა მეტოქესთან პირველი და მეორე სეტი წააგო და თავი რთულ სიტუაციაში ჩაიყენა, თუმცა საბოლოოდ ნიკამ ზედიზედ 3 სეტი მოუგო და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

მეორე რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ მაკენზი მაკდონალდსა და ფრანკო აგამენონს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.