სპორტული ცენტრის პრეზენტაცია სკოლის მოსწავლეებისთვის

23 მაი 2022

ფიგურული ციგურაობა, ნიჩბოსნობა, ეზოს ფეხბურთი, საპლაჟო ფეხბურთი, ფუტსალი- აღნიშნული სპორტის სახეობების შესახებ  ინფორმაცია მოისმინეს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა. პირველ საჯარო სკოლაში პრეზენტაცია ბათუმის სპორტული ცენტრის სპორტის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა გამართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სპორტული სახეობების უმრავლესობაში ჩართვა უფასოა.