23 მაი 2022
თავდაცვის კომიტეტის დახურულ სხდომაზე თავდაცვის ძალების განვითარების 10 წლიანი გეგმა განიხილეს. იგი დეპუტატებს თავდაცვის ძალების მეთაურმა გიორგი მათიაშვილმა წარუდგინა.
შეხვედრაზე ყურადღება უკრაინაში მიმდინარე ომსა და უსაფრთხოების მიმართულებით ახალი გამოწვევების მიმართ საქართველოს მზადყოფნაზე გამახვილდა.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თავდაცვის ძალების შესაბამისობა ნატოს სტანდარტებთან ახლა უპრეცედენტოდ მაღალია.