თავდაცვის ძალებს 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა

23 მაი 2022

თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა.

სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული.