აჭარის პოლიციის დანაყოფებს ჰიბრიდული ავტომობილები გადაეცა

23 მაი 2022

აჭარის პოლიციის დანაყოფებს ახალი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ძრავის 32 ავტომობილი შეემატა. 25 ავტომობილი საპატრულო პოლიციისთვისაა განკუთვნილი.

ავტოპარკის განახლების  შედეგად, ბათუმსა და ქობულეთში საპატრულო პოლიციის მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილები იმოძრავებენ.

ახალი, ჰიბრიდულძრავიანი 7 მანქანა ასევე გადაეცა კრიმინალური პოლიციის დანაყოფებს.