ხანძარი ბოძაურში, ხულოში, დაიღუპა ქალი

22 მაი 2022

ხულოში  ხანძარს 72 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ ბოძაურში შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.

ოჯახის სხვა წევრები კი სამუშაოდ იყვნენ წასულები, მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა მოასწრეს, მაგრამ ქალს უკვე ვეღარ დაეხმარნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მერიის ინფორმაციით მაცხოვრებლებს დროებით ქირით გადაიყვანენ.