უკრაინის პარლამენტმა ომის მდგომარეობა 90 დღით გაახანგრძლივა

22 მაი 2022

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა. უმაღლეს რადაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების  გადაწყვეტილებას მხარი 320-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ამასთან, უკრაინის რადას სხდომა საჰაერო თავდასხმის სიგნალის შესახებ დროებით შეწყდა და დეპუტატები თავშესაფარში გადავიდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, ამას ადასტურებს რადას დეპუტატი რომან გრიშუკიც.