პორტუგალია უკრაინის დასახმარებლად 250 მილიონ ევროს გამოყოფს

22 მაი 2022

მორიგი დახმარება უკრაინას - პორტუგალია ომში მყოფ ქვეყანას 250 მილიონ ევროს გამოუყოფს. შესაბამის მემორანდუმს ხელი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს.

პორტუგალიის პრემიერი, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ირპენს ეწვია. მოგვიანებით კი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.