ბათუმელი მორაგბეები ფინალში გავიდნენ

22 მაი 2022

ბათუმის რაგბი არენაზე ფინალის პირდაპირი საგზურისათვის სარაგბო კლუბი ბათუმი ბოლნისის ყოჩებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 16:7 დაამარცხა. მეტოქეებმა ერთმანეთს თითო ლელო და გარდასახვა გაუტანეს.

დიდი ხნის მანძილზე ანგარიში საყაიმო იყო 7:7. თუმცა ბათუმელებმა სამი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულეს და ამ გამარჯვებით ფინალში გავიდნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბათუმელი სანდრო ქოიავა დასახელდა. ზღვისპირელთა მეტოქე უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ლელოსა და ხარებს შორის გამარჯვებული ყოჩებს შეხვდება და უკვე ამ წყვილში გამარჯვებული იქნება ფინალში ბათუმის მეტოქე.