ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ახალი რეანიმობილი გადაეცა

22 მაი 2022

ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ახალი მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, ასევე მცხეთა-მთიანეთის მხარის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.