ISFED-ის შეხვედრა ე.წ. ოცნების ქალაქში

21 მაი 2022

ბათუმში, „ოცნების ქალაქში„ მცხოვრებლებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები შეხვდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქ მცხოვრებლებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გაკეთებული განაცხადის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, აშშ-ის როლსა და მხარდაჭერაზე ესაუბრნენ. 

ასევე, ქვეყანაში არსებულ დემოკრატიული განვითარების გამოწვევებზე.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დასახლებაში მცხოვრებლების პრობლემებიც მოისმინეს და საკითხის მოგვარებაში ადვოკატირებას დაჰპირდნენ.