ბათუმელი მორაგბეები დღეს ფინალისთვის ყოჩებს შეერკინებიან

21 მაი 2022

დღეს ბათუმის რაგბი არენაზე ფინალის პირდაპირი საგზურისათვის სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ბოლნისის „ყოჩებს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმმა ბოლო ტურში დიდი 10-ის მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის „აია“ 59:0 დაამარცხა და რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა.

ბათუმელებმა გასულ სეზონში 18 მატჩიდან 17 მოიგეს და მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს დღევანდელ მეტოქესთან ყოჩებთან. ბათუმისა და ყოჩების მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.