ტაშკენტი-ბათუმი - ახალი ავიამიმართულება

21 მაი 2022

დღეს ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენა შეასრულა Uzbekistan Airways-მა. ავიაკომპანია ტაშკენტის მიმართულებით ფრენებს  კვირაში ორჯერ  შეასრულებს.

ცენტრალური აზიიდან ამ დრომდე ფრენებს მხოლოდ Air Astana ალმატი-ბათუმის მიმართულებით კვირაში 5 სიხშირით ასრულებდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ახალი ავიარეისის დამატება ბათუმში ტურისტების რაოდენობას საკმაოდ გაზრდის.