„თაიმსის“ მკითხველებმა ზელენსკი 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს

20 მაი 2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს ცნობილი ამერიკული გამოცემის, თაიმის მკითხველებმა. ზელენსკიმ 3.3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო და 5%-ით პირველ ადგილზე გავიდა. გამოკითხვის შედეგებით, ხმების 3.5%-ით მეორე ადგილზეა ილონ მასკი, რომელიც  2021 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო.3.4%-ით მესამეა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. მას ხმების 3.2%-ით მოსდევენ მედიკოსები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კოვიდ-19-თან ბრძოლაში. 3.1%-ით მეხუთე ადგილზე გავიდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.