ბათუმში, რუსეთის ოთხმა მოქალაქემ, თარჯიმანთა ბიუროში უკრაინის დროშა ჩამოხიეს და თარჯიმანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

19 მაი 2022

ბათუმში, ერთ-ერთ თარჯიმანთა ბიუროში მისულმა რუსეთის ოთხმა მოქალაქემ, უკრაინის დროშა ჩამოხიეს და თარჯიმანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - ამის შესახებ ინფორმაციას დავით ტრაპაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე თქმით, აღნიშნული პირები სათარჯიმნო საქმიანობაში ხელის შეშლით იმუქრებოდნენ.

თარჯიმანთა ბიუროში სამართალდამცველები გამოიძახეს და დაზარალებულმა პირებმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს.

"დღეს, ჩემი მეუღლის ოფისში, თარჯიმანთა ბიუროში შესულმა ოთხმა ღრუსმა გააპროტესტა კარებზე გაკრული უკრაინის დროშა ზემოთხსენებული წარწერით, ჩამოხიეს, ატეხეს აყალმაყალი, ხელით შეეხეს, ხო დაარტყეს თარჯიმანს. ხო, ოთხი რუსი (ორი ქალი და ორი კაცი) ორი გოგოს, ელენეს და ნანას წინააღმდეგ. გოგოებმა გამოიძახეს პოლიცია და ეს პროცესიც უკვე იქ გაგრძელდა.

ელენეს ზარის მერე მეც მივედი განყოფილებაში. სადაც დამხვდა ამ ოთხიდან ორი...

ჩვენებები მიცემულია, ახლა პოლიციას დაველოდებით.

  • სამუშაო პროცესში ხელის შეშლა
  • სხვისი ნივთის ხელყოფა
  • ფიზიკური შეურაცხყოფა

თან ემუქრებოდნენ სათარჯიმნო საქმიანობაში სამომავლოდ ხელის შეგიშლითო. ვიტყვით რომ ცუდები ხართო, კლიენტებს დაგიფრთხობთო",- წერს დავით ტრაპაიძე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, მუხლით...