19 მაი 2022
ხელოვნების მუზეუმში ფრანკ მაისლერის ნამუშევრები გამოიფინა, სადაც წარმოდგენილია მოვერცხლილი და მოოქროვილი ლითონით შესრულებული პორტრეტები, დეკორატიული და სიუჟეტური კომპოზიციები ბიბლიური მოტივებით. გამოჩენილი მოქანდაკის 50 მდე ნამუშევრის გამოფენა 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.