ქართველი შემსრულებლები ევროვიზიის ფინალში

12 მაი 2016

ევროფესტივალის ქართველი მონაწილეები ფინალში იმღერებენ. ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა "Young Georgian Lolitaz" ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს. 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 გადავიდა. კერძოდ: ლატვია, საქართველო, ბულგარეთი, ავსტრალია, უკრაინა, სერბეთი, პოლონეთი, ისრაელი, ლიტვა, და ბელგია. გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად, გამოავლინეს.