საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით 19 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით დამატებით რეისებს ნიშნავს

18 მაი 2022

საქართველოს რკინიგზა 19 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.