''ბათუმმა'' სერია გაათანაბრა, ფინალისტის ვინაობა ქუთაისში გაირკვევა

18 მაი 2022

ბათუმის საკალათბურთო კლუბმა სუპერლიგის ნახევარფინალის სერიაში "ქუთაისთან" ანგარიში გაათანაბრა.

სერიის მეოთხე დაპირისპირებას ბათუმის სპორტის სასახლემ უმასპინძლა და შეხვედრა "ბათუმმა" 10 ქულიანი სხვაობით 78-68 მოიგო.

ბათუმელთაგან კაილი რიდლიმ 25 ქულა, 6 გადაცემა და 4 მოხსნა მიითვალა. ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 7 ქულა, 14 მოხსნა, 2 გადაცემა და 4 დაფარება იყო.

სერიის მეხუთე და გადამწყვეტი შეხვედრა 22 მაისს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

სუპერლიგის ფინალში კი ‘’ბათუმსა’’ და ‘’ქუთაისს’’ შორის საუკეთესოს თბილისის ‘’ოლიმპი’’ დაუპირისპირდება.