7 მაისს დაკავებულების სასამართლო კიდევ ერთხელ გადაიდო

18 მაი 2022

ბათუმში, 7 მაისის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო. მტკიცებულებები პოლიციამ მოცემულ ვადაში ვერ წარმოადგინა.  ბრალდების მხარე მოსამართლეს პოლიციელების სამხრე კამერებიდან ჩანაწერების წარდგენას ორი დღის ვადაში დაჰპირდა.

ვიდეო-ჩანაწერები წარმოადგინეს ბრალდებულებმა, თუმცა მხოლოდ ერთი მხარის მტკიცებულება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისად არ  მიიჩნია.

სასამართლოს დღეს ბაჩი მექვაბიშვილის, ლევან გორგილაძისა და გიგა თედორაძის საქმეზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

საუბარია 7 მაისის აქციაზე, როდესაც პოლიციამ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და მათი მხარდამჭერები დააკავა.  აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ მათი კარვების აღებას აპროტესტებდნენ.

დაკავებულებს ბრალდების მხარე დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე წესრიგის დარღვევას ედავება.