ბათუმის საკალათბურთო კლუბმა "ქუთაისი" დაამარცხა და სერია გადაარჩინა

17 მაი 2022

ბათუმის საკალათბურთო კლუბმა სუპერლიგის ნახევარფინალის სერიაში "ქუთაისთან" სხვაობა შეამცირა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაიტოვა.

ბათუმის სპორტის სასახლეში გამართული შეხვედრა "ბათუმმა" "ქუთაისი" 79-77 დაამარცხა. ამ დროისთვის სერიაში ანგარიში ქუთაისელთა სასარგებლოდ 2-1 ია. ბათუმელთა მხრიდან კაილი რიდლიმ მატჩში 17 ქულა , 3 მოხნა, 9 გადაცემა მიითვალა.

სერიის მეოთხე დაპირისპირება ხვალ 18 მაისს ისევ ბათუმის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.